საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო.
32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე მისული მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. რეფერენდუმის შედეგები სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.