„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. აეროპორტში ჯაფარიძემ მედიის კითხვებს ვიზიტის მიზანთან დაკავშირებით, არ უპასუხა. ოპოზიციაში ჯაფარიძის ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ჯაფარიძის ვიზიტი აშშ-ში კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია ინსტრუქციებს უცხოეთიდან იღებს.