ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესები კვლავ შეფასებების თემაა. ქარტიის ხელმომწერები დოკუმენტის სულისკვეთებას იზიარებენ, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებასა და არჩევნებამდე მისი შემადგენლობის დასახელებაზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებამდე კონცენტრაცია მხოლოდ არჩევნებზე უნდა იყოს და ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. საკითხზე კვლავ კრიტიკულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებები.