პირველი არხის სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
უწყებას გიორგი ზურაბიშვილთან შეკითხვები სოციალურ ქსელში მიღებულ მუქარის გზავნილებზე აქვს. ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ ე.წ. ტროლი ანგარიშებიდან მას სამართალდამცავები ემუქრებოდნენ.
შეგახსენებთ, მუქარის გზავნილები გიორგი ზურაბიშვილის სტატუსს მოყვა, სადაც ის არსებულ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს. პირველი არხის ყოფილ თანამშრომელ მამუკა ბერძენიშვილს ორი გრამი კლუბური ნარკოტიკი ემ-დი-ემ-ის ფლობისთვის 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მამუკა ბერძენიშვილი მემონტაჟედ მუშაობდა. მანამდე აქტიურად მისდევდა სპორტულ ცხოვრებას. მონაწილეობდა კამპანიაში „არა-ბიონარკოტიკს“. დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მამუკა ბერძენიშვილი დაოჯახდა.