ზურაბ ზურაბიანი პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია

პარა ძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. ქართველი ფინალში უზბეკ მეტოქეს დაუპირისპირდა და „ვაზარით“ დამარცხდა.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა, ვლადიმერ ჭინჭარაულმა და პარა ძიუდოისტმა, ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი, ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე, ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

დღეს პარალიმპიადაზე ორი ქართველი ძიუდოისტი, გიორგი ქალდანი და ინა ქალდანი იასპარეზებენ.