კულტურის მინისტრმა პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ გამოაცხადა. თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს. პირველი ასეთი ფესტივალი წელს, შემოდგომაზე გაიმართება.