ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ზურაბ ნიჟარაძე მეოცე საუკუნის მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო. სხვადასხვა წლებში მისი პერსონალური გამოფენა ეწყობოდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, რუსეთისა და საფრანგეთის საგამოფენო სივრცეებში. ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ასევე ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალურ გალერეაში, აშშ-ის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვაა ქვეყნების კერძო კოლექციებში. მხატვრის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც მხატვრის ოჯახს მიუსამძიმრა.