ღონისძიება ვეტერანების დასახმარებლად

ღონისძიება ვეტერანების დასახმარებლად.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიხსნა და 31 იანვრამდე გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე ლადო გუდიაშვილის, ზურაბ ნიჟარაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების და სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა ომის ვეტერანებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მოხმარდება.