„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი„ ქართულ ოცნებას“ ღალატში ადანაშაულებს. ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პროექტი გაცვალა რუსულ ინტერესებში და მიზანმიმართულად ხდება პროექტის შეფერხება. მისი თქმით, ქართულმა ეკონომიკამ ამით მილიარდობით შემოსავალი დაკარგა. ზურაბ მელიქიშვილს ბრალდებას უმრავლესობაში უპასუხეს.