ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამის განხორციელებას ვერ ახერხებს, რადგან მისი განმარტებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, მედიკამენტებზე ფასები 60% ით გაიზარდა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კითხვები აქვს, თუ რატომ შემცირდა პროგრამაში დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა და ასევე, რატომ ვერ მოხდა ბიუჯეტის ათვისება.

ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ  ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა უნდა გახდეს საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილი,  რომ  ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ადამიანს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, რომელზეც სუბსიდირებას ჯანდაცვის სამინისტრო  ახდენს.