ზურაბ ჭიაბერაშვილი - საპარლამენტო უმცირესობა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს 

საპარლამენტო უმცირესობა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს,  – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა  მინისტრობის კანდიდატების უმცირესობის ფორმატში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პრემიერის არგუმენტები მათ შეკითხვებზე სუსტი იყო. რიგ შემთხვევაში კი მას პასუხი საერთოდ არ ჰქონდა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ბახტაძის პოზიციები კრიტიკას ვერ უძლებს, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების, ეკონომიკის, სოციალური თუ სასამართლო სისტემის მიმართულებებით. ამ უკანასკნელის ირგვლივ, ოპოზიციის ყველაზე მეტი კითხვა ბახტაძემ თეა წულუკიანის კაბინეტში დატოვებასთან დაკავშირებით მიიღო.

მოსმენებით კმაყოფილები არიან  უმრავლესობაში, სადაც ცალკე ფორმატში შეხვედრისას ბახტაძის გუნდს კითხვები ბიზნესის, გარემოს დაცვის, გენდერისა თუ საპენსიო რეფორმის შესახებ დაუსვეს.

მინისტრთა ახალ კაბინეტს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.