ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2018 წლის იანვარში, წინა წელთან შედარებით, ფასების ზრდამ 4.3%  შეადგინა

“ევროპული საქართველო”  საქსტატის 2018 წლის იანვრის მაჩვენებლებს ეხმაურება. პარტიის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2018 წლის იანვარში, წინა წელთან შედარებით, ფასების ზრდამ 4.3%  შეადგინა.

მისი განცხადებით, პირველ რიგში, ხელისუფლებამ აქციზის გადასახადი უნდა შეამციროს, რადგან თუ საწვავზე აქციზი არ შემცირდება, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებასაც ვეღარ შეძლებს.

“ევროპული საქართველოს” წევრი მიიჩნევს, რომ გამოსავალი გადასახადების შემცირების გზით ეკონიმიკის ხელშეწყობაა.