ზურაბ აბაშიძის განმარტება გავრცელებულ ჩანაწერზე

აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება თავად ზურაბ აბაშიძე. ის პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი საუბარი მასსა და კარასინს შორის შედგა და ის ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილ რთულ ვითარებას ეხებოდა. მისივე თქმით, ამგვარი საუბარი ასეთ ვითარებებში ხშირად ხორციელდებოდა და მისთვის გაუგებარია, რა არის ამ ჩანაწერში სკანდალური.

აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი, იუთუბ არხ „კიბერ კმარაზე“ გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ამბობს, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში კმაყოფილი არიან ბოლო კონტაქტებით, რომლებიც „პროდუქტიული იყო და აჩვენა ორმხრივი ინტერესი ზედა ლარსის და სხვა პრობლემების მოგვარებაში“.

აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბარი – გამოხმაურებები