ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიის და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად, დადიანების ისტორიული მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართი და წმინდა კვირიკესა და წმინდა მარინეს წმინდა ნაწილები გამოაბრძანა, გაიმართა ლიტანიობა. სამღვდელოება მომლოცველებთან ერთად გაემართა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები დააბრძანეს. ღვთისმშობლის წმინდა სამოსელი და წმინდანთა წმინდა ნაწილები მთელი დღე ტაძარში იქნება დაბრძანებული და მათი მოლოცვა ყველა მსურველს შეეძლება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან აღნიშნავენ.