ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად, ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, წმიდა მარინეს, წმიდა კვირიკეს, წმიდა გიორგისა და წმიდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები გამოასვენა და ივერისს ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე სალიტანიო მსვლელობა გაიმართა. ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები საკათედრო ტაძარში საღამომდე იქნება დაბრძანებული. სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ მრევლს მათი მოლოცვის შესაძლებლობა ექნება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან აღნიშნავენ. მორწმუნეები ამ დღეს ზუგდიდს უცხოეთიდან და საქართველოს ყველა ეპარქიიდან სტუმრობენ.