ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები განიხილეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები განიხილეს ზუგდიდში, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მერები, სოფლის რწმუნებულები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე რეგიონის გუბერნატორმა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე და წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტების მერებმა და სოფლის რწმუნებულებმა კონკრეტულ სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება.