ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ცნობით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლაშა გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ის რამდენიმე დღის წინ სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთ საქმეზე იმყოფებოდა. საუბარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ დაწყებულ გამოძიებაზე.