ზუგდიდს, სადაც საარჩევნო მარათონი ინციდენტების და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, მერობის 14 კანდიდატი ჰყავს.
მაღალი კონკურენციის ფონზე, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ. მათი საარჩევნო ხედვა და პრიორიტეტები ერთმანეთისგან გასხვავებულია.
„მოამბესთან“ საკუთარ პროგრამაზე და დაპირებებზე საუბარს, კანდიდატების მხოლოდ ნაწილი დათანხმდა.