პირველ არხზე „დებატები 2020“ იწყება

საქართველოს პირველი არხი საპარლამენტო არჩევნების მონაწილეებს საკუთარ ეთერს სთავაზობს.

დებატები პირველ ოქტომბერს ეწყება. საარჩევნო მარათონში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ექნებათ, რომ ჩვენი ეთერის საშუალებით ამომრჩევლებს სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნონ. ეს არის საერთაშორისო სტანდარტის დებატი, რაც გულისხმობს მაყურებლისთვის მიმართვას, კითხვებზე საპასუხოდ გამოყოფილ ზუსტ დროს და სტუდიაში მყოფი ოპონენტებისთვის შეკითხვის დასმის შესაძლებლობას. კენჭისყრით უკვე დადგენილია, რომელ დღეს ვის ვისთან მოუწევს დებატი. პარალელურად პოლიტიკურ ძალებს ეთერი დაეთმობათ „მოამბესა“ და რადიოშიც.