ზუგდიდის მერიის წინ გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მათთვის სამუშაო ადგილების გამოყოფას ითხოვენ. მათ მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
გარემოვაჭრეებმა ზუგდიდის მერის გადადგომაც მოითხოვეს. მერიიდან მათ ჯერ არავინ გამოხმაურებია.
ორი დღის წინ ზუგდიდის მერიამ საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო გარემოვაჭრეების კუთვნილი სავაჭრო დახლები.
რამდენიმე ადამიანი დათანხმდა მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილზე გადასვლას, ბევრმა უარი განაცხადა. სწორედ ეს ადამიანები მართავენ მეორე დღეა აქციებს მერიის წინ.