კახეთში ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.
ქარხანა დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე უნდა აშენდეს, სადაც ზეთისხილის პლანტაციებია გაშენებული. ბაღების მფლობელ კომპანიას პროდუქცია უკვე წლებია, ექსპორტზეც გააქვს, რადგან პროდუქტზე საერთაშორისო ბაზრებიდან მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. მალე კი ზეთისხილის ზეთის და მარინადის წარმოება დაიწყება, რისთვისაც საწარმოს უახლესი და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა იგეგმება. ეს ზეთისხილის პირველი საწარმო არ არის. სიღნაღში მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი საწარმო უკვე წლებია, ფუნქციონირებს.