საქართველოში ზეთისხილის წარმოებით რამდენიმე უცხოელი ინვესტორი ინტერესდება.
საუბარია კახეთსა და ქვემო ქართლზე, სადაც პლანტაციები უკვე 10 წელია გაშენებულია. ზეთისხილის საერთაშორისო დღეს საქართველომ სამდღიან საინვესტიციო საბჭოს უმასპინძლა, რომელსაც ქართველ მეწარმეებთან ერთად 43 ქვეყნიდან ჩამოსული ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ. უცხოელი ინვესტორების შეფასებით, ქვეყანას ზეთისხილის წარმოების და ექსპორტიორად ქცევის მაღალი პოტენციალი გააჩნია. ამ მომენტისთვის საქართველოდან ზეთისხილი ზეთის სახით დიდ ბრიტანეთში და საუდის არაბეთში გადის.