საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე გახდა.
არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ფაქტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას. მან მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად სიღნაღის რაიონში გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ზეითუნის ზეთის საწარმო დაათვალიერა.
პლანტაცია სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და კერძო ინვესტიციით გაშენდა.