კომპანია „ზეარისი” არჩევნების მეორე ტურისთვის რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან შეხვედრას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნებში არ გაიმარჯვოს „ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა.
როგორც კომპანია „ზეარისის“ დამფუძნებელი გოჩა ფიფია აცხადებს, კომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არის ჩამოსული, საქართველოს რეგიონებში გაიშლებიან და ახსნა-განმარტებით სამუშაოებს ჩაატარებენ, თუ რატომ არის დაუშვებელი ქვეყანაში იმ რეჟიმის დაბრუნება, რომელიც ქართველ ხალხს ფიზიკურ განადგურებას უქადის.