ზდანევიჩების განადგურებული პანო

კირილ ზდანევიჩის ერთადერთი კედლის მხატვრობა განადგურებულია.

1918 წელს შექმნილი და ყოფილ ოფიცერთა სახლში დღემდე შემონახული უნიკალური კულტურული ძეგლის კვალი მთლიანად არის წაშლილი.

რუსთაველის 16 ნომერში მდებარე ფართი თვეების წინ კიდევ ერთხელ გასხვისდა. თუმცა კერძო მესაკუთრე, რომელმაც სარდაფში მაღაზია გახსნა, მისი მფლობელობის პერიოდში ადგილზე მხატვრობის არსებობას უარყოფს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამართალდამცავებს მიმართავს.