ზაზა სარალიძის მიმართვა

პერმანენტულად საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოდის თავად ზაზა სარალიძე.

ბოლო გამოსვლის დროს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის უპირობო გადადგომა მოითხოვა. ის მთავარი პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნებული საქმის გამოძიებას სრულ უნდობლობას უცხადებს  და ამბობს, რომ ხელახალ გამოძიებას  აზრი არ აქვს, რადგან, მისივე მტკიცებით, დანაშაულის მტკიცებულებები უკვე განადგურებულია. სარალიძემ ასევე თხოვნით მიმართა შეკრებილებს, რომ არ მოხდეს შვილმკვდარი მშობლების გაიგივება პოლიტიკურ პარტიებთან. სარალიძე აცხადებს, რომ მისი პროტესტის მიზანი დამნაშავეების დასჯა და სისტემის დანგრევაა.