შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებას ზაზა სარალიძე უარით პასუხობს.
მოკლული არასრულწლოვნის მამა ამბობს, რომ მას სამინისტროს დაცვა არ სჭირდება, ამიტომ უარს ამბობს მოწმეთა დაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებზე. სარალიძე იხსენებს, რომ ორი თვის წინ მან შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრა სთხოვა, თუმცა-უშედეგოდ.