ზაზა სარალიძე სსმ-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა ზაზა სარალიძე.
საქმე „გამომძიებელ რეპორტიორებს“ და მათ მიერ არასრულწლოვნების მკვლელობაზე გადაღებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.
სარალიძის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ ფილმის გამო, საგამოძიებო ჯგუფს სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებოდა.
ირინა ფუტკარაძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, მაუწყებელზე მზადდება პროგრამული პრიორიტეტები, რომლითაც არ არის გამორიცხული, საგამოძიებო პროდუქტი გარე წარმოებაზე გადავიდეს.
გარე წარმოებაზე გადაცემების შესაძლო გატანასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა სამეურვეო საბჭოს წევრმა ნინია კაკაბაძემ და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა გიორგი გვიმრაძემ.