ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს

15:20, 09.07.2018

ზაზა სარალიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ადვოკატს ელოდება და სურს, მასთან ერთად მაუწყებლის დირექტორს ან მოადგილეს გაესაუბროს. მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯგუფს, რომელმაც გადაიღო ფილმი „სისხლით მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ სამსახურიდან უშვებენ და სარალიძეს უფლებამოსილი პირებისგან სწორედ ამ საკითხის გარკვევა სურს.

მსგავსი