არასრულწლოვნების საქმეზე საგამოძიებო კომისია სხდომას დღეს განაახლებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომებს დღეს განაახლებს. მცირე ჯგუფებში გამოიკითხებიან როგორც არასრულწლოვნები, ასევე თვითმხილველები.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო უწყებებს სერიოზული შეცდომები აქვთ დაშვებული გამოძიების პროცესში, რაც დასკვნაში აისახება.

სერგი კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიღებულ ინფორმაციას კომისია საბოლოო დასკვნაში შეაფასებს.