ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მთავარ პროკურატურაში შეხვედრა გამართა. ზაზა სარალიძე პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინიტროს  წარმომადგენლებს 3 საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდა. შეხვედრას სარალიძის ადვოკატი და სახალხო დამცველიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ სარალიძემ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატის განცხადებით, მხარეებმა კონკრეტულ საგამოძიებო ნაბიჯებზე ისაუბრეს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები არც მას დაუკონკრეტებია.

სახალხო დამცველის შეფასებით კი  გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის შედეგების მოლოდინშია.