ზაზა სარალიძე პროტესტის ნიშნად შსს-ს ტერიტორიაზე დარჩა

უკვე რამდენიმე საათია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში რჩება ზაზა სარალიძე. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა დღეს კრიმინალური პოლიციის უფროსს შეხვდა, რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად, სამინისტროს ტერიტორიაზე დარჩა.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მან დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარ ჩხუბში მონაწილე კალანდიას დაკავება, რაზეც უარი მტკიცებულებების არარსებობის გამო მიიღო.

სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დაკავებამდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიას არ დატოვებს.