ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრას მართავს. მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხს დააყენებენ. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენელი დაესწრება.
რამდენიმე დღის წინ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ უწყებისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმის პირობა მიიღო, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება რადიკალურ ნაბიჯებში.