ზაზა სარალიძე მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადების გაკეთებას 51-ე სკოლის ადმინისტრაციას სთხოვს

სოციალურ ქსელებში ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთებას სთხოვს 51-ე სკოლის ადმინისტრაციას ზაზა სარალიძე. ის ასევე მოუწოდებს სკოლას, გაავრცელოს მოკლული დავით სარალიძის დახასიათება და ბიოგრაფია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი იყო მოძალადე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი ეს ინფორმაცია სინამდვილეა, სარალიძე პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებს.

საკითხზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა 51-ე სკოლის ადმინისტრაციაში.