ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. დაკავებულია ასევე ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებთან ზაზა სარალიძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. უწყების ცნობით, რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს.
სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. დაკავების შემდეგ მასთან შევიდა ადვოკატიც.