რუსეთი კვლავ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება. საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას, ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობის მისჯის შესახებ, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყებები და დიპლომატები გმობენ. განცხადებები გაავრცელეს ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და ნორვეგიის ელჩმა.
საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა კი საკუთარი პოზიცია პრემიერთან შეხვედრაზე დააფიქსირეს. პარალელურად, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით, ყველა მექანიზმისა და ბერკეტის გამოყენებას განაგრძობს საქართველოს ხელისუფლება. ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.