კულტურის მინისტრი ზარზმის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნო. რეაბილიტაციის პროცესში არქიტექტორ-რესტავრატორებმა ახალი დაზიანებული კერები გამოავლინეს. კერძოდ, ხარაჩოების მოწყობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნების ზემოქმედების შედეგად სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მინისტრის ინფორმაციით , ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად , კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც აქტიურად ჩაერთვება. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ზარზმის მონასტერი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.