„თბილისი ენერჯი“ ზამთრის სეზონის დადგომამდე მოსახლეობას მოუწოდებს, დარეკონ მათი ცხელი ხაზის ნომერზე: 240-40-04 და გაზის ქსელის, დანადგარების შემოწმება მოითხოვონ. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ზარის დაფიქსირებიდან მაქსიმუმ 48 საათში სპეციალისტები ადგილზე მივლენ და შეამოწმებენ. მათი თქმით, სიფრთხილის გამოჩენით თავიდან აირიდებენ შემდგომში ინტოქსიკაციის რისკებსა და უბედურ შემთხვევებს.
განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ იმ მოქალაქეებს, ვისაც ბინა დაქირავებული აქვთ. მათი ინფორმაციით, ბოლო წლებში მომხდარი უბედური შემთხვევების 90-95 % ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინებში იყო.