სამსახურის მაძიებლებს ხვალ ასეულობით ვაკანსიას შესთავაზებენ. თბილისის შემდეგ დასაქმების ფორუმს თელავი და ბათუმი უმასპინძლებს. გათვალისწინებული იქნება შეთავაზებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. ფორუმში ათეულობით კერძო კომპანია მონაწილეობს. მათ მიერ შეთავაზებული პოზიციები პრაქტიკულად ყველა სფეროს და მიმართულებას მოიცავს. ზოგიერთ შემთხვევაში დასაქმების მსურველებს კვალიფიკაციაც არ მოეთხოვებათ და მათ გადამზადებაზე დამსაქმებელი თავად იზრუნებს.