„ზაფხული იწყება აქ“ – ამ უცვლელი სლოგანით დღეს ბათუმში ზაფხულის ფესტივალი დაიწყო, რომლითაც საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება და წელს პირველად ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან საღამოს 16:00 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ.