საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი ბათუმში

20-27 ნოემბერს, ბათუმი საყმაწვილო-სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიებაში აჭარის მასშტაბით, კერძო თუ საჯარო 25 სკოლის 400-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში სამკაციანი კვალიფიციური ჟიური გამოავლენს, მთავარი პრიზი – „არლეკინი“ კი გამორჩეულ მათგანს შეხვდება.