ყვავილების ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში

 ეროვნული ბოტანიკური ბაღი ყვავილების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა-გაყიდვაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან წარმოდგენილია 150-ზე მეტი ჯიშის ქრიზანთემა და ტროპიკული მცენარეები, ორანჟერეის კოლექცია. ღონისძიებაში მონაწილეობენ ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგეები. სტუმრებს გამოფენის გარდა, ყვავილების ქარგვისა და საშემოდგომო გვირგვინების დაწვნის მასტერკლასი, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები, მუსიკა და კულინარიული კუთხეები ელოდებათ. გამოფენა ხვალაც გაგრძელდება და მსურველებს 12-დან 18 საათამდე უმასპინძლებს.