ყვარლის მოსახლეობა უძველესი ციხის ერთ-ერთი კოშკის რეაბილიტაციას ითხოვს
ყვარლის ცენტრში მცხოვრები მოსახლეობა მათ ქუჩაზე მდებარე მეთექვსმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ციხის ერთ-ერთი კოშკის რეაბილიტაციას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კოშკი ინგრევა და გამვლელებს საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივი ხელისუფლება კი განმარტავს, რომ მოსახლეობის შეშფოთება საფუძველს მოკლებულია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით, ძეგლის რესტავრაციისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტმა 18 500 ლარი უკვე გამოჰყო.
გამოცხადებული ტენდერი 12 მარტს დასრულდება და გამარჯვებული კომპანია რესტავრაციას უმოკლეს პერიოდში დაიწყებს.