ჩაბარებული ყურძნის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. და ეს მაშინ, როცა რთველი ჯერ ისევ მიმდინარეობს.
საერთო ჯამში მოსავლის რაოდენობა 300 000 ტონას შეადგენს. აქედან დიდი ნაწილი კახეთის რეგიონზე მოდის. მოსავლის რაოდენობით და ხარისხით კმაყოფილები არიან რაჭაშიც. წინა წლების მსგავსად, რთველი წელსაც სუბსიდირებულია. სახელმწიფო ერთ კილოგრამ ჩაბარებულ ყურძენზე ჯიშების მიხედვით სხვადასხვა ფასს იხდის.