დიდუბეში ყოფილი მეუღლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სახელმწიფო ბრალდების რეპლიკის დროს დაკავებული პროკურორს დაუპირისპირდა.
ლევან ასლანიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. დაცვის მხარე მის გათავისუფლებას 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და მას პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წინა სასამართლო სხდომა 21 ივნისი 12 საათზე გაიმართება.