ყოფილ იპოდრომთან კორტების მშენებლობა იწყება

თბილისში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება.

ტერიტორიად ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული სივრცე შეირჩა. საუბარია იმ ადგილზე, სადაც წლების წინ ჩოგბურთის ისტორიული კორტები იყო განთავსებული. თუმცა, 2009 წელს მითითებული 7 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია გასხვისდა, რის შემდეგაც იქ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა. არაერთი აქციის და პროტესტის შემდეგ მერიამ ტერიტორია გამოისყიდა და მის მფლობელს ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. სპორტული კომპლექსის მოსაწყობად ინვესტორი უკვე შერჩეულია, კომპლექსის ძირითად ნაწილს ჩოგბურთის კორტები დაიკავებს.