„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს.
მომხმარებლებს, რომლებიც დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის, ძირითადად დაკეტილ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.