თბილისში ყაზახეთის 26 წლის მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული ბესო თოდუას უფლებადამცველი სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. ლაშა შუკაკიძის განცხადებით, გავრცელებული ნაწყვეტებით საზოგადოება არასწორ შეფასებებს აკეთებს.
მისი თქმით, სრული აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ დადასტურდება, რომ ბრალდებულს გარდაცვლილზე არ უძალადია. ცნობისთვის, საქმეზე ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა 8 მაისს შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელი 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.