თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოძიების დაჩქარებული წესით ჩატარებას ითხოვს. მიხეილ რამიშვილი პროკურატურას სათვალთვალო კამერებისა და ტელეფონების ჩანაწერების დაუყოვნებლივ გადაცემას სთხოვს. მისი თქმით, დღეს საგამოძიებო უწყებას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის კიდევ ერთი მცდელობა ექნება, ასევე გამოთხოვილი იქნება ინფორმაცია ანაბართან დაკავშირებითაც.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.