ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებით დაინტერესებულ პირებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა, რომელთა გამოყენებითაც პირს შეეძლო შედარებით მარტივად მიეღო თავშესაფარი, როგორც პოლიტიკურ და ძალადობის მსხვერპლს. ამოღებულია თანხის სანაცვლოდ დამზადებული სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ყალბი დოკუმენტაცია, აგრეთვე გაყალბებული ფორმა #100, ასევე, კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭედი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.